მეცნიერები ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც ადრე, ბევრი ამოცანის ამოხსნას ცდილობენ, თუმცა ამ სიახლემ ჩვენც გაგვაოცა.
„ნასას“ მეცნიერებმა რამდენიმე თვის წინ მარსზე ორგანული მოლეკულა აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე სიცოცხლე ნამდვილად არსებობდა.
ორგანული ნივთიერებები და ნაერთები ზედაპირთან ახლოს 3,5 მილიარდი წლის წინ დალექილი ქანების ანალიზმა აჩვენა.
რაც შეეხება აღმოჩენილ მოლეკულებს, ისინი აზოტს, ნახშირბადს, წყალბადსა და სხვა ელემენტებს შეიცავს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში „ნასას“ მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ მითქმა-მოთქმა არც ახლა წყდება. მათი ასტრონომები ნამდვილად საოცარ პროფესიონალიზმს იჩენენ, რადგან 2017 წელს 7 ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ზომით სწორედ დედამიწას უტოლდება.
მეცნიერების ვარაუდით 7 პლანეტიდან 3 ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც წყალი თხევადი სახით შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ივარაუდეს ისიც, რომ სავსებით შესაძლებელია, იქ ახალი სიცოცხლე განვითარდეს და მათზე ცხოვრება შესაძლებელი გახდეს.
არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? ეს კითხვა დღემდე ბევრ ადამიანს აწუხებს და ამ თემაზე მსჯელობა ალბათ არასდროს შეწყდება. თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის ამბები გვიმტკიცებს იმას, რასაც დიდი ხანია ვვარაუდობთ.