ვარსკვლავური წყვილი სამივე შვილთან ერთად ისვენებს და დროს არაჩვეულებრივად ატარებს.
მათ ტურნეს ფარგლებში ოჯახთან ერთად მსოფლიო შემოიარეს.
გაირკვა, რომ ბიონსე და ჯეი ზი კაპრიზე ისვენებენ. ისინი იახტაზე დააფიქსირეს, რომლის ღირებულებაც 180 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც ცნობილია, მედიაში იმასაც ვარაუდობენ, რომ პოპულარული მომღერალი ქალბატონი მეოთხე შვილს ელოდება. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. განსაკუთრებით, იმ ფონს თუ გავითვალისწინებთ, რომ იახტაზე პოპ-დივა მეუღლესთან ერთად შამპანურს სვამდა.
პაპარაცებმა ძალიან იაქტიურეს, რადგან სოციალურ ქსელებში წყვილის დასვენების ამსახველი ფოტოები მრავლადაა.
ბიონსე საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა პაპარაცულ, რეალისტურ ფოტოებზე ჩანს, რომ მის სხეულს ამჟამად მეტი ვარჯიში სჭირდება.
წყვილმა მზიანი სანაპიროს ფონზე ისადილა და ჩანს, რომ რომანტიკულ განწყობაზე იყვნენ და ერთმანეთი ისევ ძალიან უყვართ.