როცა ამ ქალბატონს შეხედავთ ალბათ ვერც დაიჯერებთ იმას, რომ 4 შვილი ჰყავს და ახლახან ბებიაც გახდა.
ბევრი ფიქრობს, რომ ის ნამდვილად თინეიჯერს ჰგავს.
2018 წლის აპრილში ჯინა სტიუარტი ავსტრალიის ქალაქ- გოლდ კოსტში გამართულ სილამაზის კონკურს „მის მაქსიმზე“ ნახევარფინალში გავიდა.
ის საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იყო ულამაზესი ახალგაზრდა გოგონებისთვის. მისი გარეგნობა ადამიანებს აღაფრთოვანებს და შოკში აგდებს.
როგორც თავად ამბობს, პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს, ერთი გამონაკლისის გარდა. 10 წლის წინ ჯინამ მკერდი გაიდიდა, თუმცა დღეს ამას ძალიან ნანობს.
„დიდი ხანია რაც ფსიქოლოგიურად ვემზადები იმისთვის, რომ ოპერაცია თავიდან ჩავიტარო და მკერდიდან იმპლანტები ამოვიღო. ისინი ყოველდღიურად წამლავენ ჩემ ორგანიზმს და მგონია, რომ ყოველი დღე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია სიკვდილისკენ. არ ვიცი როგორი იქნება ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რაც ოპერაციას ხელახლა გავიკეთებ. წარმოდგენა არ მაქვს პატარა მკერდს როგორ შევეგუები, მაგრამ ეს აუცილებელია“. განაცხადა მან.
ჯინა სტიუარტი ამბობს, რომ მისი ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო, ჯანმრთელი ცხოვრების წესია. ის ხშირად ვარჯიშობს და ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.