5 საშუალება, როგორ გაათეთროთ შელახული თეთრეული - Marao

5 საშუალება, როგორ გაათეთროთ შელახული თეთრეული

2018-08-08 14:51:34+04:00

არსებობს ორი წესი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ თეთრეულს დიდხანს შეუნარჩუნოთ თეთრი ფერი.
არსებობს ორი წესი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, თეთრეულს დიდხანს შეუნარჩუნოთ თეთრი ფერი.

- არ დააგვიანოთ გარეცხვა. ოფლის მიერ დატოვებული ლაქები, მაშინაც კი, თუ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, გარკვეული დროის შემდეგ ყვითელ ფერს იღებს და მათი გამორეცხვა საკმაოდ რთულია.

- ეცადეთ, თეთრეული არ გარეცხოთ სარეცხის მანქანაში. თეთრეული კარგავს პირვანდელ ფერს არასწორი ტემპერატურისა და სხვადასხვა სამოსთან შერევის გამო.

ლიმონის წვენი

ცხელ წყალს დაუმატეთ ლიმონის წყალი, ხსნარი გადაასხით სათლში, გააგრილეთ და მასში გააჩერეთ თეთრეული რამდენიმე საათს. ამის შემდეგ გარეცხეთ ის სარეცხის ფხვნილით.

ძმარი

ცხელ წყალს დაუმატეთ ჭიქა ძმარი და გააჩერეთ თეთრეული ამ ნაზავში მთელი ღამით. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივ.

წყალბადის ზეჟანგი

გახსებით 2 ს.კ. ზეჟანგი 1 ლ თბილ წყალში და დაალბეთ თეთრეული 30 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ საცვლები ჩვეულებრივ.

სოდა

5ლ თბილ წყალში გააზავეთ 10 ს.კ. სოდა და მოათავსეთ თეთრეული. უფრო კარგი შედეგისთვის, შეგიძლიათ დაუმატოთ ნიშადურის სპირტი. გააჩერეთ თეთრეული 3 საათს, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის საშუალებებით.

გამოხარშვა

თეთრეულის გათეთრების ყველაზე გამოცდილი საშუალება გამოხარშვაა. ამის ხშირად გაკეთება რეკომენდებული არ არის, თუმცა რადიკალური ზომების მიღების შემთხვევაში - შეგიძლიათ. მაშ ასე, აიღეთ ქვაბი, ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 1/4 ჭიქა მარილი და 1/2 სოდა, ადუღეთ 30 წუთს.

დაბოლოს:

მიიჩნევა, რომ საცვლების გამოყენების ვადა საშუალოდ 1,5-2 წელია. ამის შემდეგ თეთრეული კარგავს ფერს, ფორმას და ა.შ. ამიტომ რეკომენდებულია მისი შეცვლა.