სიახლე

როგორ გამოიყურებოდნენ თქვენი საყვარელი მომღერლები უწინ და როგორები არიან ახლა

როგორ გამოიყურებოდნენ თქვენი საყვარელი მომღერლები უწინ და როგორები არიან ახლა
ერთ დროს ისინი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ. საინტერესოა, დაეტყოთ თუ არა ასაკი? უკეთესი იმიჯი აქვთ, თუ პირიქით?
რიანა - მე ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორი იყო თავიდან ის. ყველაფერი გაცვეთილი ჯინსებითა და უფორმო მაისურებით დაიწყო. ამის შემდეგ რიანას კლიპებში კლასიკური სამოსითაც ვხედავდით. ბარბადოსელმა მომღერალმა თმის ფერი არაერთხელ შეიცვალა. ბოლო 10 წლის განმავლობაში რიანას სტილისტები მის მაკიაჟსა და თანამედროვე ჩაცმის სტილზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ, რამაც მისი თაყვანისმცემლების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

კეტი პერი - კარიერის დასაწყისში ვარსკვლავს სულაც არ ჰგავდა,
რაზეც მისი შეუმჩნეველი თმის ვარცხნილობაც მეტყველებდა. ის მსუბუქ მაკიაჟს და უგემოვნო კაბებს ატარებდა.
2008 წელს მომღერალს ჰყავდა ისეთი სტილისტი, რომელმაც შეუმჩნეველი ქალბატონი სექსუალურ, თანამედროვე და დამანგრევლად ლამაზ ქალად გადააქცია. მისმა ჩაცმულობამ ფერადი, ნათელი ტონები და სიმკვეთრე შეიძინა, ღია ფერის თმა კი ფაიფურისფერ კანს საოცრად მოუხდა.

კრისტინა აგილერა - მომღერალი ძალიან ხშირად იცვლის იმიჯს და ტრანსფორმაციის დიდოსტატია. ის მკვეთრ მაკიაჟს, მოყვითალო ქერა თმასა და ლეოპარდისპრინტიან ტანსაცმელსაც კი არ ერიდება. ამბობენ, რომ კრისტინას გულშემატკივრების რაოდენობამ სწორედ მისი იმიჯის ხშირი ტრანსფორმაციის გამო იკლო. აგილერა მერილინ მონროს სტილის მიმდევარია, რადგან სცენაზე ხშირად წითელი პომადით, ქერა თმითა და ვინტაჟური კაბებით გამოდის.

ბრიტნი სპირსი - 90-იანების სექსუალური ლამაზმანი ურიგოდ არც ახლა გამოიყურება, თუმცა ცხადია, რომ მკვეთრად შეიცვალა. ათასი ექსპერიმენტის მიუხედავად, ის ქერა თმას დღემდე არ ღალატობს. მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, დაენგრა ოჯახი, იყო სიგიჟის ზღვარზე და ვარსკვლავურ გზაზე წარმატებასთან ერთად ბევრი ჩავარდნა ჰქონდა. ბრიტნის და კევინ ფედერლაინის დაშორება ალბათ დღემდე ბევრ ადამიანს ახსოვს, რადგან ისინი ურთიერთობას მრავალი წლის მანძილზე ვერ აგვარებდნენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93