სიახლე

"მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ, თორემ, არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა..."

"მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ, თორემ, არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა..."
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით, ოზურ­გეთ­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის - „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო. მ.თ.-ს გო­გო­ნას­თან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა­ვე ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­მო­წე­რა ჰქონ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ბ.-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მო­წე­რის მი­სი­ვე მშობ­ლე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნით და­ე­მუქ­რა, რის შე­დე­გა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი
გო­გო­ნა ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და გაგ­ზავ­ნა­ზე და­ი­თან­ხმა. მას შემ­დეგ, რაც ნ.ბ.-მ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­და­უგ­ზავ­ნა, ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნას და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო, რის გა­მოც ამ უკა­ნას­კნელ­მა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

თამუნა ძნელაძე, 16 წლის გოგონას დედა, რომლის შვილმაც შანტაჟის ბრალდებით მოიკლა თავი, საზოგადოებას მიმართავს:
"ნატას უბედური დედა გპასუხობთ, ხალხო... მე არც გული, არც ენერგია მაქვს, ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენთაგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ, ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა... არ ვიცი, რატომ არ გამენდო მე, მის დედას, მე, მის მეგობარს, მე, მის სათაყვანოს... რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს.... გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93