კახი კალაძის და ანუკი არეშიძის ტკბილ და სიყვარულით სავსე ოჯახს პატარა ნიკოლა შეუერთდა.
მათ უამრავი ადამიანი ულოცავს მეოთხე შვილის შეძენას და საოცრად თბილ, სიყვარულით სავსე კომენტარებს უტოვებენ. დიზაინერმა ბავშვი პარიზის სამშობიაროში გააჩინა.
ბედნიერმა მამამ სამშობიარო ბლოკში გადაღებული ფოტო საჯაროდ გააზიარა და შემდეგი წარწერა დაურთო: „ჩვენი სიყვარული და სიხარული გაჩნდა დღეს, დიდი ოჯახის პატარა წევრი-ნიკოლა. ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის!!!!
P.S. ჩემი გმირები- ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ“