2019 წლის პირველ ნახევარში "სამეფო კარის თამაშების" ფინალური სერია გამოვა.
თაყვანისმცემლები პრემიერას ელოდებიან და მარჩიელობენ, რითი დამთავრდება მათი საყვარელი სერიალი. მსახიობები კი ინტერესს კიდევ უფრო უმძაფრებენ.
ცოტა ხნის წინ კიტ ჰარინგტონმა (ჯონ სნოუ) MTV News-ის შოუზე თაყვანისმცემლის კითხვაზე: "რითი დასრულდება სერიალი", გაიხსენა ის სერიალები, რომლებშიც თავად მონაწილეობს და რომლებიც ტრაგიკულად დასრულდა. თაყვანისმცემლები დარდობენ, ნუთუ მათი საყვარელი სერიალის გმირებსაც სიკვდილი ელით?!.
თუმცა, ახლა ზუსტად ვიცით, ვინ გადარჩება. მსახიობი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, რომელიც ფილმში ჯეიმი ლანისტერს თამაშობს, ყოფილ მენეჯერს სასამართლოში უჩივის. მსახიობის თქმით, მან მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომლის თანახმად, ყოველ ეპიზოდში შესრულებული ჯეიმის როლიდან 10%-ს მიიღებს.
საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც გაირკვა, რომ მსახიობმა 1 066 667 დოლარი აიღო ახალი სეზონის თითოეულ ეპიზოდში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯეიმი ლანისტერი ფინალამდე ცოცხალი იქნება. ფინალურ სეზონში კი ექვსი სერიაა.