ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" 5 ოქტომბერს იწყება.
იმის გასარკვევად, თუ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, იქნებიან თუ არა ახალი პერსონაჟები და განვითარდება თუ არა მოვლენები ჩიკას გარეშე, marao.ge სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.
- როგორც ვიცი, სერიალი "ჩცდ"-ის ახალი სეზონი 5 ოქტომბერს იწყება... რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? იქნებიან ახალი პერსონაჟები?
ირაკლი საღინაძე:
- სიახლეები, რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის, ახალი პერსონაჟები...
- იქნებ ჩიკაზეც თქვათ რამე, მაყურებელი ძალიან ნერვიულობს, იმდენად შეუყვარდათ ეს პერსონაჟი. იმასაც კი ამბობენ, ჩიკა რომ არ გადარჩეს, სერიალს აღარ ვუყურებთო...
- სეზონის დასასრულს მომხდარი მოვლენები და დარჩენილი კითხვის ნიშნებია, რაც ქმნის ახალი სეზონის ინტრიგას. აქედან გამომდინარე, წინასწარ ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არ შეიძლება. ეს ეხება ჩიკასაც. დაიწყება სერიალი და ყველა თავად ნახავს ყველაფერს...
- ბარბარიკას როლს ისევ თაკო შეასრულებს? მარიშკა ჯავახაძის სერიალში დაბრუნების ვერსია ხომ არ განიხილება?
- დიახ, ბარბარიკას როლს ისევ თაკო შეასრულებს.
- ახალ პერსონაჟებს ცნობილი ადამიანები შეასრულებენ თუ ახალი სახეები?
- ძირითადად, ახალი სახეები.
- "ძირითადად" ნიშნავს, რომ იქნებიან ცნობილი ადამიანებიც. ხომ არ გვეტყვით, კონკრეტულად ვინ?
- ვერ გეტყვით...