"ცეკვავენ ვარსკვლავების" მერვე, სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით სავსე სეზონი იწყება.
სულ მალე, "იმედის" ეთერში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ შოუში შეგვეძლება ვიხილოთ: თამთა შედანია, თორნიკე კვერენჩხილაძე, გიორგი გილიგაშვილი, ნინო ჩხეიძე, ამიკო ჩოხარაძე, ოთო ფოლადაშვილი, რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ორბელაძე.
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პრომო სოცქსელში დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა საზოგადოების მხრიდან.
" ყველაზე კარგი ამ ვიდეოში ისაა, რომ მეტეორები გვეცემა, თან ძაან ბევრი", "ბავშვმა იმაიმუნა?", "ილია ჭავჭავაძის გაკეთებულ საქმეს რომ ბოროტი ტყუპისცალი ჰყავდეს, ეს პრომო იქნებოდა", - წერენ პრომოზე. კომენტარებში იმ ვერსიამაც კი გაიჟღერა, რომ პრომო ერმალოს გაკეთებულია.
პრომოს ნახვამ, ჩანს, შოუში მონაწილე ვარსკვლავებსაც მოჰგვარა ღიმილი: "ეს მე არ ვარ, ჩამიდეს" - წერს გიორგი ორბელაძე.
კრიტიკისა და უამრავი ხუმრობის მიუხედავად, შოუს დაწყებას უამრავი ერთგული მაყურებელი ელის მოუთმენლად.