თბილისობა 2018- 6 და 7 ოქტომბერს გაიმართა.
დღესასწაული სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა კონცერტისა და საინტერესო აქტივობების თანხლებით. მასში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ცდილობდნენ, რომ გულშემატკივრებისთვის გული არ დაეწყვიტათ და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი შორენა ბეგაშვილიც გახლდათ. მონაწილეობა მიიღეს როგორც ძველმა, ისე ახალმა მომღერლებმა და წამყვანებმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერი თბილისობის დღესასწაულს ვაჟთან ერთად დაესწრო.
დიდი გამოხმაურება გამოიწვია ნოე სულაბერიძის და გოჩა ჩერტკოევის გამოჩენამ. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ გოჩა "ცეკვავენ ვარსკვლავების შოუს" ძალიან აკლდა. თბილისობის დღესასწაულზე სალომე ბაკურაძის მეუღლე- ლაშა ბასლანძეც იმყოფებოდა, რომელმაც სამახსოვრო ფოტოები თბილისის მერთან და ყველასთვის საყვარელ ადამიანებთან, კახი კავსაძესთან და ჯემალ ჭკუასელთან ერთად გადაიღო.
გულშემატკივრებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური სწორედ ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთა ფოტოებსაც ახლა იხილავთ.