ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სელებრითია.
ბოლო პერიოდში მან თავის გარეგნობაში ცვლილება შეიტანა. ლიზას დაწნულმა თმამ და სტილმა მისი თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა.
„ჰოი, როგორ საოცრად მოგიხდა“, „ბუნებრივად ყველაზე შარმიანი“, „ანგელოზი“... ასეთი სიტყვებით ამკობენ გოგონას თაყვანისმცემლები და მეგობრები.
შეიძლება ითქვას, რომ მომღერალს საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი აქვს, რადგან სექტემბერში მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა. ეს ფოტოები ხორვატიაშია გადაღებული.
მოგვიანებით მან „ფეისბუქგვერდზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მზარეულის ფორმაშია გამოწყობილი და ყველა საგონებელში ჩააგდო. აი, რას წერს ლიზა: "დავიწყე მუშაობა და გავაფორმე კონტრაქტი ხორვატიის კუნძულ ლოშინის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში. მადლობა "პრაიმ შოუს" და ყველას, ვინც გვერდში მედექით"...