ვინ არის "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ათლეტური მონაწილე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა (+ ფოტოები ქორწილიდან) - Marao

ვინ არის "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ათლეტური მონაწილე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა (+ ფოტოები ქორწილიდან)

2018-10-09 13:16:42+04:00

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მონაწილეს საზოგადოება „მისტერ საქართველოს“ სახელით იცნობს.
თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ გიორგი ორბელაძე „მენ ფიზიკის” კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია. მისი რჩეული მოდელი ნინი მასპინძელაშვილია. შეგახსენებთ, რომ ნინი ყოფილი "ვიცე-მის საქართველოა".

წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო და ერთმანეთთან 10-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.

ისინი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ და ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია.

გიორგიც და მისი ცოლიც ფიტნესით აქტიურად არიან დაკავებულნი, რასაც ადვილად შენიშნავდით.

„ინსტაგრამზე“ ორივე აქტიურობს და ლამაზი ფოტოებით ხშირად გვანებივრებენ.