"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მონაწილეს საზოგადოება „მისტერ საქართველოს“ სახელით იცნობს.
თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ გიორგი ორბელაძე „მენ ფიზიკის” კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია. მისი რჩეული მოდელი ნინი მასპინძელაშვილია. შეგახსენებთ, რომ ნინი ყოფილი "ვიცე-მის საქართველოა".
წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო და ერთმანეთთან 10-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.
ისინი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ და ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია.
გიორგიც და მისი ცოლიც ფიტნესით აქტიურად არიან დაკავებულნი, რასაც ადვილად შენიშნავდით.
„ინსტაგრამზე“ ორივე აქტიურობს და ლამაზი ფოტოებით ხშირად გვანებივრებენ.