საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფო წიკლაურია და ქალს 2 თვის ბავშვი დარჩა.
"გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური. იპოვეს ბინაში ორი დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..." - წერს სიხარულიძე.
გარდაცვლილი გოგონას შესახებ წერს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი დარეჯან ღამბაშიძე:
"სოფო სამი წლის წინ გავიცანი. ახალგაზრდა გოგონას ჭკვიანი, კრიალა თვალებიდან სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი, ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა, სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა, დავხმარებოდი. ვთხოვე, მოსულიყო ჩვენს "ქართულ სახლში". დამპირდა, კიო. თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა, ბოდიში მომიხადა, რომ "დავიკარგეთო". გაგრძელება