სიახლე

ბებერი ჯადოქრის სინდრომი: რატომ არის საშიში ძილის დამბლა

ბებერი ჯადოქრის სინდრომი: რატომ არის საშიში ძილის დამბლა
თუ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ „ძილის დამბლის“ სინდრომი, მას ვეღარასდროს დაივიწყებთ. ღამით გეღვიძება, გრძნობ, რომ ოთახში შენს გარდა კიდევ ვიღაც არის, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია. თითქოს საკუთარი სხეულის ტყვეობაში ხარ. თუ ერთხელ მაინც მოგიხდა ამის გამოცდა, ჩვენ ძილის დამბლაზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი შევაგროვეთ, რომლებიც ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ძილის დამბლა ღამის კოშმარს ჰგავს
იღვიძებ (ან იძინებ) და მოულოდნელად საშინელი განცდა გეუფლება. ეს შეიძლება იყო ოთახში ვინმეს ყოფნის შეგრძნება, ხმაური კარს მიღმა ან ვინმეს ხმა. ამასთან განძრევა არ
შეგიძლია. კარგად ხარ გამოღვიძებული, მაგრამ მოძრაობას მაინც ვერ ახერხებ, თითქოს შენი სხეული შენივე კუბოა. რამდენიმე წუთში ან წამში ეს განცდა გაივლის, შენ დგები, ანთებ შუქს და ამოსუნთქვას ცდილობ.

დამბლის მექანიზმები ცნობილია
სწრაფი ძილის დადგომის დროს ჩვენი ტვინი, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ზოგიერთ ნაწილს, რაც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, თიშავს. ამიტომ, თუ სიზმარში ბასრ კბილებიანი ვეფხვი მოგდევთ საწოლიდან ვერ დგებით. როცა ვიღვიძებთ, შესაბამისად, ტვინის ეს განყოფილებები კვლავ ირთვებიან. თუმცა ხანდახან, შეფერხება ხდება და ასამოქმედებელი ფუნქციები გაღვიძებისთანავე არ ირთვება. ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ტვინმა ყველა საჭირო ფუნქციის „ჩართვა“ ვერ მოასწრო, ვერ გაერკვია გვძინავს, თუ უკვე ვფხიზლობთ.
იდეალურ შემთხვევაში ადამიანმა ნელი ძილის სტადიის დროს უნდა გიღვიძოს, ამ პერიოდში ორგანიზმმა დაისვენა და მოძრაობისთვის მზადაა.

ძილის დამბლის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს:

  • ბიორითმები არევა (მაგ: სხვა საათობრივ რეჟიმზე გადასვლა)
  • სტრესისა და განცდების გამო ძილის ნაკლებობა
  • დეპრესია
  • ძილი მოუხერხებელ პოზაში
  • მავნე ჩვევები
  • ზოგიერთი წამლის მიღება - სტიმულატორები; ანტიდეპრესანტები
  • ფსიქიკური აშლილობა და დაავადებები
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • თუმცა ზუსტ მიზეზს ვერავინ დაგისახელებთ.

ის ჩაძინების ან გაღვიძების დროს ხდება
პირველი სახეობა იშიათად გვხვდება, როგორც წესი ის მაშინ ხდება, როცა სხეულს უკვე „ძინავს“, მაგრამ ტვინს ჯერ კიდევ ღვიძავს.
ძილის დამბლის დროს ხანდახან მოსალოდნელია ჰალუცინაციებიც
კოშმარებისგან განსხვავებით, რასაც სწრაფი ძილის ფაზაში თვალდახუჭულები ვხედავთ, ძილის დამბლის დროს ჰალუცინაციები მაშინაც გეწყებათ, როცა თვალებს ახელთ. მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ ხშირია ოთახში ვინმეს არსებობის განცდა. უმეტესწილად ეს პროვოცირებულია პანიკით, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ მოძრაობა არ შეუძლია.

ეს დიდხანს არ გრძელდება
რამდენიმე წამიდან, მაქსიმუმ რამდენიმე წუთამდე. ეს დრო შესაძლოა საუკუნედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. დასამშვიდებლად ეცადეთ გულში დაითვალოთ.

ძილის დამბლა საშიში არ არის. თითქმის
არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ძილის დამბლას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ მას შეუძლია სერიოზულად შეგაშინოთ. და თუ ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, დამბლა შესაძლოა უარყოფითად აისახოს გულზე. სხვა საშიშროება - არასაკმარისად ინფორმირება, როცა ადამიანი ძილის დამბლას გამოცდის, ფიქრობს, რომ ფსიქიკურად ყველაფერი რიგზე არ აქვს.

თუ ეს მოხდა, როგორ მოიქცეთ?
პირველ რიგში დამშვიდდით და დაიწყეთ ხმამაღლა თვლა. გააცნობიერეთ, რომ ეს დროებითი და უვნებელი მდგომარეობაა. მთავარია - არ შეეწინააღმდეგოთ დამბლას, რადგამ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოგუდვის განცდა გაგიჩნდეთ. ამიტომ, ეცადეთ დააბალანსოთ სუნთქვა და თუნდაც ენის ამოძრავება სცადეთ. ასე თქვენს სხეულს გამოღვიძებაში დაეხმარებით.


ძილის დამბლას თავი რომ დააღწიოთ - დაიძინეთ!
იმისათვის, რომ ეს განცდა არ დაგეუფლოთ, ყველაზე საიმედო საშუალება - სამუშაო რეჟიმისა და დასვენების ოპტიმიზირებაა. უძილობა და სტრესი მარტივად შეიძლება გახდეს ძილის დამბლის მიზეზი. ამიტომ დასაძინებლად დროზე დაწექით, გამორთეთ ტექნიკა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიიღეთ მოსადუნებელი აბაზანა და ნუ დანაყრდებით ძილის წინ.

ასწლეულების მანძილზე ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ძილის დამბლას დემონები, ბოროტი სულები და სხვა ძალები იწვევენ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93