სიახლე

თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი შვილს ელოდებიან

თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი შვილს ელოდებიან
ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა - თაკო გაჩეჩილაძემ, ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი რჩეული გააცნო, რომელიც ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი და ბრენდ Symphonics-ის დამფუძნებელი - ბორისლავ მილანოვია. წყვილი სექტემბერში დაინიშა, ჯვრისწერა კი რამდენიმე დღის წინ შედგა. მნიშვნელოვანი დღე თაკომ და ბორისლავმა ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეში აღნიშნეს. როგორც თაკომ OK-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, წყვილი უკვე პატარას მოლოდინშია. თაკო მეუღლესთან ერთად ავსტრიაში, კერძოდ კი, ვენაში აპირებს ცხოვრებას და სამომავლო გეგმების შესახებ თავად გვიამბობს.


თაკო მეუღლესთან და მამამთილთან -
კალინ მილანოვთან ერთად

-2017 წელს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობდი, როცა საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორის ბორისლავიც გახლდათ. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

- ჩვენ ერთმანეთი "ევროვიზიის" ტურნეში გავიცანით, რომელიც ისრაელში დაიწყო. ჩვენ ვმეგობრობდით. ის ძალიან საყვარელი, მორიდებული და დადებითი იყო. არ მიკვირს, რომ იქ ყველას უყვარდა, თუმცა მე იმ პერიოდში საქმეზე ვიყავი გადართული და არავინ მაინტერესებდა. დროთა განმავლობაში, ის აგრძელებდა ჩემთან კონტაქტს სოციალური ქსელების მეშვეობით და  "ევროვიზიის" შემდეგ თანამშრომლობაც შემომთავაზა. მითხრა, რომ ჩემთვის რამდენიმე სიმღერა ჰქონდა და უნდოდა, ისინი სწორედ მე მემღერა, რაზეც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი. პროექტის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ერთობლივი მუშაობა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია. გაგრძელება + ფოტო









თაკო მეუღლესთან და დასთან - ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი