ფსიქოლოგებს სმარტფონები მოსწონთ, რადგან ისინი ადამიანებს სოციალური ქსელისა და მესენჯერის დახმარებით კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარებიან.
ეს კი გავლენას ახდენს ბედნიერებისა და სხვა ადამიანების ცხოვრებაში თანამონაწილეობის განცდაზე.
მაგრამ, როცა საქმე ეხება პირად ურთიერთქმედებას, სურათი იცვლება. კვლევებმა აჩვენა, რომ სმარტფონების მფლობელთა 89%, მას მეგობრებთან ან ახლობელ ადამიანებთან სალაპარაკოდ იყენებს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალდანიშნულებას უმკლავდება მხოლოდ ზოგიერთი, უშუალოდ საუბრისას კი ტელეფონის გამოყენება ადამიანს გონებას უფანტავს. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომელთა პარტნიორები ხშირად ერთობიან ტელეფონით, ურთიერთობით კმაყოფილები არ არიან. აღმოჩნდა, რომ ოთახში სმარტფონის არსებობაც კი ურთიერთობას ნაკლებად ინტიმურსა და სულიერს ხდის.
ცოტახნის წინ გამოკითხულმა 179-მა ამერიკელმა სტუდენტმა დაადასტურა, რომ უმჯობესია საუბრებს თავი არ აარიდოთ. დღეში რამდენჯერმე მათ პატარა გამოკითხვის შევსება სთხოვეს. ის იწყებოდა საკუთარი განწყობის შეფასებით, შემდეგ კი საჭირო იყო მიეთითებინათ, თუ რამდენი პირადი, დისტანციური (სოც.ქსელში) ან სხვა ადამიანებთან შერეული კონტაქტი ჰქონდათ წინა გამოკითხვის შემდეგ. გამოირკვა, რომ ადამიანებთან პირად ურთიერთობას დისტანციურზე მაღლა აყენებენ, ხოლო შერეულიდან ძირითადად უხერხული განცდა ეუფლებათ. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მოსაუბრემ გაგზავნა თუ არა საერთო ფოტო სოც.ქსელში ან სმარტფონში კიდევ სხვა რამ გააკეთა.
სპეციალისტები გვირჩევენ, შეძლებისდაგვარად გავმიჯნოთ პირადი ურთიერთობა სოც.ქსელში ურთიერთობისგან, რათა სრულფასოვნად ვიყოთ ჩართულები ნებისმიერი საუბრისას და არ გავანაწყენოთ მოსაუბრე. მაგრამ, თუ ერთსაც და მეორესაც მარტივად ასწრებთ (და ამის გამო არავინ ბრაზდება), შეგიძლიათ გააგრძელოთ!