“ერთი პატარა საიდუმლო, ფარული კონვერტი უნდა გავხსნა…” - რა გაამხილა ია ფარულავამ? (ვიდეო) - Marao

“ერთი პატარა საიდუმლო, ფარული კონვერტი უნდა გავხსნა…” - რა გაამხილა ია ფარულავამ? (ვიდეო)

2018-10-22 15:46:43+04:00

გადაცემა "ფარული კონვერტის" იდეის ავტორი ანრი ჯოხაძეა.

მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის ია ფარულავასთან ერთადაა.

ია ფარულავა მაყურებელს მიმართავს:

“ჩემო ძვირფასებო, მე და ანრი მოგესალმებით ქუთაისიდან. ერთი პატარა საიდუმლო, ფარული კონვერტი უნდა გავხსნა. ეს იდეა, რომ მე უნდა გამეკეთებინა გადაცემა "ფარული კონვერტი", ეკუთვნის ანრის.”

"ფეისბუქის" გამომწერები ვიდეოს კომენტარებში წერენ:

“იდეებით მდიდარი ანრი, წარმატებები…”, “თუ რუსულ არხს მოპარეთ იდეა? მაგალითად, სეკრეტ ნა მილიონს? გახსენით ახლა კარტები და თქვით სიმართლე…”, “გვიყვარხართ ქუთაისელებს ძალიან”…