გადაცემა "ფარული კონვერტის" იდეის ავტორი ანრი ჯოხაძეა.
მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის ია ფარულავასთან ერთადაა.
ია ფარულავა მაყურებელს მიმართავს:
“ჩემო ძვირფასებო, მე და ანრი მოგესალმებით ქუთაისიდან. ერთი პატარა საიდუმლო, ფარული კონვერტი უნდა გავხსნა. ეს იდეა, რომ მე უნდა გამეკეთებინა გადაცემა "ფარული კონვერტი", ეკუთვნის ანრის.”
"ფეისბუქის" გამომწერები ვიდეოს კომენტარებში წერენ:
“იდეებით მდიდარი ანრი, წარმატებები…”, “თუ რუსულ არხს მოპარეთ იდეა? მაგალითად, სეკრეტ ნა მილიონს? გახსენით ახლა კარტები და თქვით სიმართლე…”, “გვიყვარხართ ქუთაისელებს ძალიან”…