ლალი მოროშკინას ინფორმაციით, "ცეკვავენ ვარსკვლავები" პროდiუსერმა ნოე სულაბერიძემაც დატოვა. ამის შესახებ მოროშკინამ ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა.
<div>სკანდალი: შეურაცხყოფა ხელისუფლისგან არ მომითმენია და იასამნისფერწვერიანი კაცისგან მოვითმენ?! - ლალი მოროშკინამ პროექტი დატოვა</div>
<div> <div></div>
</div>
„ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა. მოლაპარაკებებიც მასთან მქონდა. ის ჩემი მეგობარია და მჯეროდა, თუ ის იქნებოდა პროდიუსერი, შოუ მაღალ დონეზე ჩაივლიდა, თუმცა მან ჩემამდე დატოვა პროექტი და მოხდა კიდევაც ის, რაც მოხდა.
ჩემთვის მისი წასვლის მიზეზი უცნობია. არც ჩამითვლია საჭიროდ, ჩავრღმავებოდი. უბრალოდ, მე ჩემი ძალებისა და მონაცემების მჯეროდა. არ მითქვამს უარი იმიტომ, რომ ცხოვრება გაძლევს შანსს, ისევ ახალგაზრდა იყო, ექსპერიმენტები აკეთო და ბოლო-ბოლო, იცეკვო. განაგრძეთ კითხვა