სიახლე

"თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული, ფეხებზე მავთული მობმული..." - გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს

 "თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული, ფეხებზე მავთული მობმული..." - გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს
გორ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­დარს გო­რის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბო­და.
გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბა­ბუ­ის თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ოჯახს ჯერ არ არ ქვს, თუმ­ცა აქვს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. ხვი­ჩა ბე­რი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვევ­ა­ში, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მომ­ხდარს დრო­უ­ლად არ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალს გა­და­კე­ტა­ვენ.


„მე და­ვი­ნა­ხე, რომ თავ­ზე პარ­კი ჰქონ­და გა­დაკ­რუ­ლი. ფე­ხებ­ზე, რა­ღაც მავ­თუ­ლი, კარ­გად ვერ და­ვი­ნა­ხე. ალ­ბათ, ყვე­ლას აწყობს ეს ყვე­ლა­ფე­რი. აზრი არ ექ­ნე­ბო­და,
თუ ვისი ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და. თუ არ გა­მო­ი­ძი­ეს, მა­გის­ტრალს გა­დავ­კე­ტავთ. მთე­ლი გორი ფეხ­ზე დად­გე­ბა. ამას ვამ­ბობ გო­რე­ლე­ბის სა­ხე­ლით“, - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბა­ბუ­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს", - გან­მარ­ტა­ვენ შსს-ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ. მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა და­ი­წყო, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე კახა სა­ბა­ნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93