გორში გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. გარდაცვლილის ცხედარს გორის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.
გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ოჯახს ჯერ არ არ ქვს, თუმცა აქვს რამდენიმე ვერსია. ხვიჩა ბერიაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მომხდარს დროულად არ გამოიძიებენ, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
„მე დავინახე, რომ თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული. ფეხებზე, რაღაც მავთული, კარგად ვერ დავინახე. ალბათ, ყველას აწყობს ეს ყველაფერი. აზრი არ ექნებოდა, თუ ვისი ბავშვი იქნებოდა. თუ არ გამოიძიეს, მაგისტრალს გადავკეტავთ. მთელი გორი ფეხზე დადგება. ამას ვამბობ გორელების სახელით“, - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ.
იხილეთ ვიდეო
"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - განმარტავენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
<div>შს მინისტრის პირველი მოადგილე - გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს</div>
<div></div>