მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სილამაზით ბავშვობიდან გამოირჩეოდა.
ერთ დროს, მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევდა, თუმცა, მათ სიმცირეს არც ახლა უჩივის.
ია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და უკვე 52.2k გამომწერი ჰყავს. მსახიობი ადრეულ ასაკში გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს აქამდე არ უნახავს. „ქართველი ბელუჩი ხართ ჩემ თვალში“- წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი.
მშვენიერ ქალბატონს ჰოლივუდში ყოფნის დროსაც შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა. სწორედ იმ პერიოდის ერთ-ერთ ფოტოზე უჭირავს იას „ლუი ვიტონის“ ჩანთა, რომელიც ახლა ასეთი პოპულარულია. მისი დახვეწილი ჩაცმის სტილი თავიდანვე თვალშისაცემი იყო.
"ცოტა არ იყოს ჰოლივუდმა მე დამჩაგრა იმიტომ, რომ ძალიან ეთნიკური შესახედაობის ვიყავი, მქონდა ხუჭუჭა თმები, სქელი წარბები.. აქცენტი მქონდა, როლები არ იყო საჩემო.. ყოფილა შემთხვევა, რომ მე სინჯებზე მივსულვარ და ჩემთან ერთად სინჯები გაუვლია სელმა ჰაიეკს და ჯენიფერ ლოპესს. მაშინ არ იყვნენ ასეთი ცნობილები, იწყებდნენ, მაგრამ ეს ლათინურ როლებზე იყო და მე ლათინო არ ვიყავი და ვერ გავუწევდი კონკურენციას ვერანაირად." ასეთი სიტყვები წაუმძღვარა იამ ფოტოს, რომელსაც ახლა ხედავთ.
ბოლო პერიოდში მის „ინსტაგრამზე“ შეხვდებოდით კომენტარებს, რომელიც იას თანდაყოლილ, ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ უსამართლობაა აგორებული ჭორები, თითქოს მისი სილამაზე მხოლოდ პლასტიკური ქირურგიის შედეგია. მათ მაგალითად ის გენეტიკა მოჰყავთ, რამაც იას შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ია ფარულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალადაა აღიარებული.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>