პრინცი ჰარი და უილიამი ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, განსაკუთრებით კი - დედის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ახლა, ბრიტანული მედია წერს, რომ პრინცებს შორის ურთიერთობა უარესობისკენ შეიცვალა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შესაძლოა, ეს მათი ცოლების გამო ხდებოდეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მისი ცოლი მეგანი კენსინგტონის სასახლიდან საცხოვრებლად სხვა სახლში გადადიან, ფროგმორის კოტეჯში. სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები არიან და კარგად ვერ ეწყობიან.
ჰარისა და მეგანს ფროგმორის კოტეჯი დედოფლისგან ერგოთ საჩუქრად და ამიერიდან სახლი მათი ოფიციალური რეზიდენცია გახდება. განაგრძეთ კითხვა