სიახლე

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - რას წერს ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" -  რას წერს ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ
ცნო­ბი­ლი ვი­დე­ობ­ლო­გე­რი, დრიუ ბინ­სკი ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­ხელ­წო­დე­ბით „მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ალ­ბი­ნო­სი“. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­რას მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და და თავ­და­პირ­ვე­ლად, მუ­სი­კო­სის შე­სა­ხებ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას არ გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რო­დე­საც ბე­რას შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­ი­ტყო, გა­და­წყვი­ტა, „მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თვის მო­ე­ყო­ლა“.
ბინ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა საფ­რან­გეთ­ში, ქარ­თულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და და მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და.


„სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სი­ა­მა­ყეა, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ვად­გენ,“ - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს, 23 წლის
მუ­სი­კოს­მა მო­ა­ხერ­ხა ეთა­ნამ­შრომ­ლა ბევრ ცნო­ბილ დი­ჯე­ის­თან, მათ შო­რის - სტივ აო­კის­თან. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ მისი მას­პინ­ძე­ლი ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლია და ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში ყოფ­ნას ირ­ჩევს.



„ყო­ველ­თვის ჩუმი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ზე ჩუმი კლას­შიც. ვწერ­დი ლექ­სებს, ჩემი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­სო­დეს მივ­დევ­დი ტრენ­დებს,“ - ამ­ბობს ბერა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ოჯა­ხის ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რა­ზეც სა­უბ­რობს.

„ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სწო­რად ვა­კე­თებ, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა მას­წავ­ლეს, ყვე­ლა­ფერს არას­წორს კი - ჩე­მით ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, კარ­გი უფ­რო­სი ძმა ვიყო, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ქმა­რი,“ - ამ­ბობს ბერა ვი­დე­ო­ში.

დრიუ ბინ­სკის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალ­ბი­ნო­სია, ბე­რამ შეძ­ლო, წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია.


„სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ვი­ბა­დე, ამი­ტომ, როცა სა­უ­ბა­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­ჯის შექ­მნა­ზე, უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, ვიყო ის, რაც ვარ. სწო­რედ ეს მინ­და, ჩემ­გან გა­ი­გოს პუბ­ლი­კამ, ყვე­ლა ბავ­შვმა, ვინც სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია, ან თავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს... ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში თავი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა, რად­გან ვერ გა­იხ­სე­ნებ მა­გა­ლითს ადა­მი­ა­ნე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. არ მინ­და, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი ვთქვა, მაგ­რამ ჩემ­თვის უთ­ქვამთ, რომ ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩემი მუ­სი­კა, მაგ­რამ არ იცი­ან, რო­გორ გა­მიყ­ვა­ნონ ბა­ზარ­ზე. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93