4 ქალი, რომლებიც 2018 წელს პრეზიდენტები გახდნენ - Marao

4 ქალი, რომლებიც 2018 წელს პრეზიდენტები გახდნენ

2018-11-30 15:50:22+04:00

მოდით, ვნახოთ, რომელმა ქვეყნებმა აირჩიეს წელს მმართველად ქალბატონი.

59 წლის პაულა-მეი უიკესი - ტრინიდადელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა 2018 წლის 19 მარტს. საპრეზიდენტო უფლებამოსილების მიღების შემდეგ იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.

59 წლის დანგ თჰი ნგოკ თჰინი - ვიეტნამის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი 2016 წლის 8 აპრილიდან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის 21 სექტემბრიდან. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ჩან დაი კუანგის გარდაცვალების გამო. დანგ თჰი ნგოკ თჰინი არის ვიეტნამის ისტორიაში მეორე ქალი სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.

68 წლის საჰლე-ვორკ ზევდე - ეთიოპიელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე. ეთიოპიის მე-4 პრეზიდენტი 2018 წლის 25 ოქტომბრიდან. პირველი ქალი ეთიოპიაში, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

სალომე ზურაბიშვილი 66 წლისაა. ის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტია. საფრანგეთის და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს რიგით მე-5 არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.

თათა ჩიკვილაძე