სიახლე

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი
პრეზიდენტობის კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მიმართ საზოგადოების ყურადღება ამ დღეებში განსაკუთრებით დიდია. რომელი გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, ეს ზეგ გახდება ცნობილი.
გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიიდან, დიდ ინტერესს იწვევს მისი პირველი ქორწინება, ასეა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც.
პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს პირველი ოჯახი დანგრეული აქვს. გრიგოლ ვაშაძის პირველი მეუღლე საბჭოთა მაღალჩინოსნის ქალიშვილი ნატალია ალხიმოვა იყო. მათ გაუჩნდათ ვაჟი ნოდარი, თუმცა, 5 წლის იყო ბავშვი, როცა ნატალიას სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი შეუყვარდა და მასთან ერთად ინგლისში
გაიპარა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პირველი ქმარი ნიკოლოზ კოკი გურჯესტანი იყო. ის აქამდე არსად გამოჩენილა, გუშინ ღამით კი მისი სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ის მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს.



სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ გორჯესტანი 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. ამის შესახებ ის საუბრობს ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, რომელიც სანდრო ნავერიანმა ჩაწერა.

კოკის ნამდვილი გვარი გუგუშვილია, „გორჯესტანი“ კი სპარსულად „საქართველოდან მოსულს“ ნიშნავს. მე-20 საუკუნის დამდეგს, კოკის მამა სპარსეთში წავიდა. ახალი ქვეყანა, ახალი შესაძლებლობები - ამან მიიზიდა. ნიკოლოზის ტახტიდან ჩამოგდებამ და საქართველოში წითელარმიელების შესვლამ კი მას საქართველოში დასაბრუნებელი ყველა გზა მოუჭრა. მეორე რევოლუციამ კი, რომელმაც შაჰი დაამხო, იძულებული გახადა შვილებთან, ამერიკაში წასულიყო.

სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავთ.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბიშვილი იხსენებს, ქმართან დაშორების გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესის გამო მიიღო. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93