„ჩცდ“-ს ფეიჯზე დადებულმა ფოტომ, სადაც ქეთი და მისი საყვარელი ერთად წვანან, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
სასაცილო შარჟებისა და ფოტოების გარდა, სპეციალურად მიძღვნილ სახალისო ლექსებსაც წააწყდებოდით, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ენამახვილმა პასუხებმაც არ დააყოვნა:
„ამას რას წარმოვიდგენდი, ბოლო იმედიც გამიქრა, აწი რაც გელის საწყალო, წარმოდგენაც კი არ მინდა!“ „რა ვქნათ ესღა დაგვრჩენია, მოვიოხეთ ცოტა გული, ზაზა ქეთის რომ გალახავს, შევაგროვოთ ცოტა ფული“.
"ქეთის ამბავს ლექსად ვიტყვი
შაირია ამად კარგი,
მალე ვნახავთ ქეთის როგორ
#ჩახველებისსმაილი...
თუმცა უკვე საწოლში წევს
დაღლილი და გათანგული,
ამას ზაზა რომ გაიგებს
გაუსკდება ალბათ გული..
ზაზას გემი ჩაიძირა
გადის სხვა ქეთის პორტიდან
პატიოსანი ქეთუშა
ზაზაში გადაპორტირდა.
აცუნდრუკდა დინჯი ქეთი
მელოტ კაცებს დაერია,
ღალატს როგორ გაბედავდა
ალბათ ქმარში აერია..
იღბალიც ხომ გინდა, არა?!
თმა ჰქონოდა ამ კაცს თავზე,
უფრო კარგად გაარჩევდა
ვისთან წვება, ანდაც რაზე..
რამის თქმასაც რა აზრი აქვს
მოსახდენი უკვე მოხდა,
ჯერ ზაზასგან არა მაგრამ
ამ კაცისგან მაგრად მოხვდა..
სერიას მობით ვუყურებ
გავხსენი ფოქსი მოზილა
ნინას ექიმმა ქეთუსა
პურის ცომივით მოზილა
ვიცი რომ ქეთის ღალატი
წარმოსადგენად რთულია
ეს ქალი ისე ამჩატდა,
როგორც რობერტსი ჯულია
აი,ხომ გახსოვთ,იმ ფილმში
იმნაირ ქალს რომ თამაშობს,
რიჩარდ გირს მაგრად აბოლებს
თან ეცქვიტება,თან ნაშობს..
ვაი რომ ერთის ღალატი
ყველასგან დასაზრახია,
ნინას ექიმმა საწოლში
ქეითის შუბა დახია...
თურმე ამბები ყოფილა
ღილი აწყდა დაკერილი,
ასე ქალი არ მინახავს
ორ მესიჯში დაკერილი..
გამართლებას ვერ ვუძებნი
ქეთის მსუბუქ ყოფაქცევას,
მანანამაც თუ გაიგო
ვინ დაუგდებს მერე წნევას..
წინა ღამის ცუნდრუკობა
საიდუმლოდ უნდა დარჩეს,
მაგრამ მერე რა მოხდება
ქეთი ორსულად რომ დარჩეს..
ეგ პრობლემა არ იქნება
მე გპირდებით ხალხო ამას,
ქმარს და ნინას ექიმს შორის
ვერ გაარჩევ ბავშვის მამას..
ჩემთვის გაუგებრად რჩება,
რად მონახა მსგავსი ქმრისა,
მე მეგონა ქეთი კნუტი
და აღმოჩნდა ქალი კრისა..
ეჰ, რა ოჯახს ანგრევს ქეთი
რაღაც ხუთი წუთის გამო,
ეს სირცხვილი იმგვარია
ექვსის მერე უნდა ჭამო..
ამ ღალატს ვერ შევურჩიე
სათანადო რამე ფრაზა,
ის მიიღო ქეთიმ მაინც,
რაც ექიმმა შესთავაზა..
მაგრამ დიდხანს ეს სოფელი
გაახარებს ქეთის ნეტა,
ცოცხალი კი გადარჩება
ზაზამ თუ არ გაიმეტა..
რამდენიმე სინიაკი
თვალზე კიდეც დააჯდება,
სამომავლოდ სხვა კაცს ალბათ
აღარასდროს დააჯდება..
ვიცი რომ უცენზურობით
ბევრი თქვენგანი წუხდება,
მეც თქვენს შორის ვარ თუმცაღა
ამ ლექსს ეს უფრო უხდება..
კრიტიკას ნუ მომაყოლებთ
არ ვარ პოეტი საერთოდ,
მხოლოდ იმიტომ დავწერე
რომ ყველა ერთად გაერთოთ."
***
"პასუხს დაგიწერ თეონა,
ამიყოლიეს რითმებმა,
ამ შაბათს არა და მერე
ქეთის ქელეხი იქნება.
როგორი კარგი მეგონა,
ჩემ თვალწინ თურმე ბნელოდა,
უკმაყოფილო სახე აქვს,
ალბათ უფრო დიდს ელოდა.
მერე ჩაფიქრდა, როდესაც,
ექიმი ძუძუს დაადნა,
ფიქრებში ზაზასთან იყო,
თავზე რქები რომ დაადგა.
მიყვარს, მიყვარსო ბუტბუტებს,
თავს ბოზობა კი დაატყდა,
ნინას ჩათლახმა ექიმმა,
შიგ ათიანში გაარტყა.
თუ ღალატია, მაშ მიდი,
ბოლომდე იკვნეს-იგმინე,
თოთხმეტ სეზონის მანძილზე,
ეგ სახე როგორ ითმინე.
ძაღლმაც კი როგორ იცადა,
ხომ ყველას გახსოვთ ჰაჩიკო,
ოხ თქვენ მ*****ანთ ბოზობა,
ჩვენო ქეთი და აჩიკო."
***
გთავაზობთ პოსტის ყველაზე პოპულარულ შარჟებსა და კომენტარებს : „ბებიაჩემს ქეთი ისე ეცოდება, თავს იიმედებს, ეგ აჩიკო კი არა, ზაზააო“, „თქვენს ტელევიზორებშიც დაწვა?“, „ამის მაგივრად მე ვეღარ ვუყურებ ზაზას თვალებში ახლო კადრი როცაა ხოლმე და ამან როგორღა უნდა შეხედოს ერთი“.