სიახლე

როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული

როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული
„მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ნელი აგირ­ბა, მა­ყუ­რე­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ემ­შვი­დო­ბა. მას მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც ჟურ­ნა­ლის­ტმა საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­აბ­ზე უარი თქვა და ერ­თწ­ლი­ა­ნი "ტაიმ-აუტი" აიღო. რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ნელი აგირ­ბა და ვინ არის მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლი „თბილ­სი­ე­ლებს“ ესა­უბ­რა.
ნელი აგირ­ბა: თით­ქმის ერთი წლის წინ წა­ვე­დი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად და­ვის­ვე­ნე. ძილი და გან­ტვირ­თვა კარ­გი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა მივ­ხვდი, რომ ზამ­თარ­ში ბევ­რი გა­და­სახ­დე­ლია. ზა­ფხულ­ში მარ­ტი­ვად გა­მოვ­ძვე­რი. მოკ­ლედ შე­მო­სა­ვა­ლი დამ­ჭირ­და, გა­ბუს ვკი­თხე რამე
სა­ჭი­რო­ე­ბა ხომ არ გაქვთ არა­პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში-მეთ­ქი?! პო­ლი­ტი­კას ვერ გავ­ქა­ჩავ, ჩე­ლეს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ აზრი და­კარ­გა.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ლი­ტი­კამ?


- იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი ამ­პარ­ტავ­ნო­ბა, გა­იძ­ვე­რო­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­ქმაა. კი­დევ რა­ღა­ცე­ე­ბის და ვი­ღა­ცე­ბის გა­მე­ტე­ბა ჩემ­თვის რთუ­ლია. თუმ­ცა იყო პე­რი­ო­დი, როცა გულ­თან ახ­ლოს მიმ­ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, მი­ხა­რო­და ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ვიწ­ვევ­დით. მაგ­რამ სიკ­ვდილ­თან შე­ხე­ბა ბევრ რა­მეს ცვლის. „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ზე რომ მივ­დი­ო­დი, მე­ში­ნო­და იმ ეფექ­ტის, რა­საც ეს სი­ახ­ლე ჩემ­ზე მო­ახ­დენ­და. მას შემ­დეგ რაც ეს ტრავ­მა მი­ვი­ღე, „სა­დღაც გაღ­მა ვარ“. ბავ­შვე­ბი მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ არ მეს­მის. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­ყა­ვი იზო­ლა­ცი­ა­ში და თურ­მე სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აც მომ­ნატ­რე­ბია. მაგ­რამ ახლა უნდა ვის­წავ­ლო ბა­ლან­სი, უცებ ამი­ფეთ­ქდა ემო­ცი­ე­ბი და მე­ო­რე დღეს ენერ­გი­ის­გან დაც­ლილ­მა გა­ვიღ­ვი­ძე, დავ­ვარ­დი და მთე­ლი დღე მე­ძი­ნა.

- ეს ერთი წელი რო­გო­რი იყო ემო­ცი­უ­რად?


- არ იყო მარ­ტი­ვი. ემო­ცი­უ­რი გა­თი­შუ­ლო­ბე­ბი მაქვს ხოლ­მე - ენერ­გია რომ არ გაქვს. გღ­ვი­ძავს, მაგ­რამ გძი­ნავს. და­ვი­წყე სე­ლის ზე­თის სმა, რად­გან ომე­გას მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აქვს. ერთი პე­რი­ო­დი უკ­ვდა­ვას ვსვამ­დი, სხვა­თა­შო­რის უშ­ვე­ლა ჩემი ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას, და­ვარ­დნი­ლო­ბას, სევ­დას. მოკ­ლედ ნაღ­ვლი­ა­ნი რომ ხარ, მაგ დროს კარ­გია და მე­ტა­ბო­ლიზმსაც აწეს­რი­გებს. კი­დევ ერთ მცე­ნა­რეს ვი­ყე­ნებ პა­სიფ­ლო­რას, იგი­ვე ვნე­ბის ყვა­ვილს, რო­მე­ლიც შფოთვებს და უე­ნერ­გი­ო­ბას შვე­ლის. გარ­და ამი­სა, მუ­სი­კას და­ვუბ­რუნ­დი და მე და ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რა­ღა­ცებს ვა­კე­თებთ.

- ალ­ბათ ბავ­შვებ­საც მი­უ­ძღვით წვლი­ლი თქვენს გა­მო­კე­თე­ბა­ში?


- კი, რე­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის გამო დავ­რჩი ფი­ზი­კურ სამ­ყა­რო­ში. თა­ვი­დან ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი გაქ­რა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­რაფ­რის და ვე­რა­ვის მი­მართ ვერ გან­ვიც­დი­დი ამ გრძნო­ბას. გული და­ი­ხუ­რა და მერე ნელ-ნელა, პირ­ვე­ლად ბავ­შვე­ბის მი­მართ და­ი­წყო გახ­სნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93