საახალწლო სამზადისი დაწყებულია. კენსინგტონის სასახლეში ქეით მიდლტონმა, პრინცმა უილიამმა, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ნაძვის ხის მორთვაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ამბობენ, სასახლის გაფორმებას რამდენიმე დღე დასჭირდა.
ამ ულამაზესი ნაძვის ხის სიგრძე 9 მეტრს შეადგენს. მოსართავები და სათამაშოები კი ოქროსფერ და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი.
ცოტა ხნის წინ „იუთუბზე“ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაძვის ხე დასრულებული იერსახით ჩანს.
სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბრის დღიდან იხსნება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანელები ვიქტორიანული ეპოქის მნიშვნელოვან ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ.
ალბათ, ისიც გაინტერესებთ, როგორ მორთეს ნაძვის ხე ბუკინგემის სასახლეში. იქ ერთის ნაცვლად სამი ნაძვის ხე დადგეს და კიბეების მოაჯირები ქვემოდან მოწითალო, ოქროსფერი და ლურჯი საახალწლო სათამაშოებით გააფორმეს. ნაძვის ხეებს კი ალისფერი ფერის სამეფო გვირგვინის ფორმის სათამაშოები და კაშკაშა განათებები ამშვენებდა.
ეს კი უინძორების სასახლის ნაძვის ხე გახლავთ, რომელზეც 7000 ნათურა და ოქროს დეკორაციებია.
წყარო: www.elle.ru