ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი წინსვლას, ქართველები კი მისით სიამაყეს ვაგრძელებთ.
ის ამჯერად გაზეთ NEW YOURK TIMES-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა და 2018 წლის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის ტიტული დაიმსახურა.
„ახალგაზრდა ქართველმა მეცო-სოპრანომ "კარმენში" საოცარი გამბედაობა გამოიჩინა, მეტად შთამბეჭდავი იყო მისი როლი "თავად იგორში". ჯუზეპე ვერდის "ტრუბადურში" მან ძალიან ელეგანტურად იმღერა. ანიტამ პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა, რასაც იშვითად თუ მიაღწევენ მომღერლები“ - ნათქვამია სტატიაში.
ანიტამ მსოფლიოს გულის დაპყრობა 2009 წელს დაიწყო, როცა ლა სკალას ოპერის გახსნაზე 7 დეკემბერს „კარმენში“ მთავარი როლი შეასრულა. ამის შემდეგ, იგივე პარტია სხვა სცენებზეც იმღერა:მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და სხვა.
2016 წელს ქართველმა საოპერო მომღერალმა Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა.
33 წლის ქართველი მეცო-სოპრანო 2017 წელს პრესტიჟულ საერთაშორისო საოპერო პრემიაზე International Opera Awards 2017-ზეც წარადგინეს.