სიახლე

რომელი სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი საახალწლო საჩუქრად 100-ლარიანი ბიუჯეტით?

რომელი სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი საახალწლო საჩუქრად 100-ლარიანი ბიუჯეტით?
ახალი წელი ახლოვდება და ამ ჯადოსნური პერიოდის მთავარმა მოქმედმა გმირებმა - ბავშვებმა უკვე ჩამოწერეს სასურველი საჩუქრების სიები. ამ სიებში კი ყველაზე დიდი ადგილი სწორედ სხვადასხვა ტიპის სათამაშოს უკავია. თუმცა ხშირად მშობლების ბიუჯეტი შეზღუდულია და ვცდილობთ, ბავშვების სურვილები ჩვენს შესაძლებლობებს მოვარგოთ.
გთავაზობთ იმ პოპულარული სათამაშოების სიას, რომელთა შეძენასაც 100-ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ და რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველი საჩუქარი იქნება.

1) შემეცნებითი ლაბორატორიები

თანამედროვე ბავშვები სულ უფრო და უფრო ინტენსიურად გამოთქვამენ სურვილს, ჰქონდეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მათ ექსპერიმენტების ჩატარებისა და
სიახლეების შექმნის საშუალებას მისცემს. ამ მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იტალიური ბრენდის, Clementoni-ს შემეცნებითი ლაბორატორიები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა სფეროს შესახებ და აღმოაჩინონ სიახლეები.

2) ინტერაქციული სათამაშოები

ბოლო პერიოდში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ის სათამაშოები, რომლებიც საუბრობენ, მოძრაობენ ან ასრულებენ სხვა მოქმედებებს. პატარებისთვის კი ძალიან მალე განსაკუთრებულად საყვარელ და სასურველ სათამაშოდ იქცა პირველი ქართველი მეზღაპრე დათუნია, რომელიც ქართულ ენაზე 4 ზღაპარს უყვება პატარებს. შესაბამისად, ამ დათუნიასთან ერთად დაძინება სულ უფრო და უფრო მეტ პატარას ახარებს.


3) ხის სათამაშოები

ეკოლოგიურად სუფთა ხისგან დამზადებული სათამაშოები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ასევე მშობლებში, რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს და ამასთანავე, გამოირჩევა განსხვავებული ვიზუალითა და ფუნქციებით. როგორც აღმოჩნდა, ამ ტიპის სათამაშოები განსაკუთრებულად აქტუალურია 3-დან 6 წლამდე ბავშვებში, განსაკუთრებით ის სათამაშოები, რომლებიც იძლევა საშუალებას, მათი გამოყენებით ბავშვებმა ააწყონ სხვადასხვა ტიპის ნაგებობა და მინი-კონსტრუქცია.

ამ და სხვა უამრავი ჯადოსნური სათამაშოს შეძენა კი შეგიძლიათ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში „პეპელა“.

პეპელა“ - სანტას ოფიციალური პარტნიორი!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93