სიახლე

აზიელი მილიარდერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი - სტუმრებს შორის ბიონსე და ჰილარი კლინტონი არიან

აზიელი მილიარდერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი - სტუმრებს შორის ბიონსე და ჰილარი კლინტონი არიან
ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ადა­მი­ან­მა, 61 წლის მუ­კეშ ამ­ბა­ნიმ, რომ­ლის ქო­ნე­ბა 41.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, მუმ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე 27 სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ მორ­თო. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სახ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის, იშა ამ­ბა­ნის ქორ­წი­ლის­თვის ასო­ბით სტუმ­რის გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად მო­ამ­ზა­და.


წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო რი­ტუ­ა­ლე­ბის დროს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი და ბი­ონ­სეც პო­ზი­რე­ბენ. ბი­ონ­სემ იშას­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი შოუ მო­ამ­ზა­და.

27 წლის პა­ტარ­ძალს გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მან იელი და­ამ­თავ­რა. ამ­ბა­ნის რჩე­უ­ლი 33 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ანანდ პი­რა­მა­ლია, რომ­ლის მამა, ასე­ვე, ინ­დო­ეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

იშა და ანან­დი


მუ­კეშ და იშა ამ­ბა­ნე­ბი პრი­ან­კა ჩოპ­რა­სა და ნიკ ჯო­ნა­სის ქორ­წილ­ში

ქორ­წი­ლამ­დე ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზე­ი­მო წვე­უ­ლე­ბებს ქა­ლაქ უდა­ი­პურ­ში მას­პინ­ძლო­ბენ, სა­დაც, სტუმ­რებს შო­რის არი­ან ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი, პრი­ან­კა ჩოპ­რა, ნიკ ჯო­ნა­სი. წვე­უ­ლე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და დის­კო­ე­ბი ის­ტო­რი­ულ სა­სახ­ლე­სა და 5 ვარ­სკვლა­ვი­ან სპა-კუ­რორ­ტებ­ზე იმარ­თე­ბა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93