პრეზენტაციას უძღვებოდნენ მწერლები - ტორესა მოსი და თეა ინასარიძე.
რომანის მთავარი გმირი თინეიჯერი გოგონა - დომენიკა ლივიგრეია, რომელიც ერთ დღეს, ამაზონის ჯუნგლებში იღვიძებს. გაოგნებული დომენიკა ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა მის თავს. ჯუნგლებში ის პერსი ფოსეტს და მის მცირე გუნდის წევრებს ხვდება, რომლებიც დაკარგული უძველესი ქალაქი Z-ის საძებნელად მიდიან...
დომენიკამ
დომენიკას, რომელსაც ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს, საოცარი მოგზაურობა ელის...
რომანში თქვენ შეხვდებით ჯადოსნურ ცხოველებს და ფანტასტიკურ სამყაროში იმოგზაურებთ. წიგნი შეუძლია წაიკითხოს ნებისმიერი ასაკის ადამიანმა.

შეგახსენებთ, რომ ელის დოჯსონი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დიდი და სახალხო ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებულია.
ფოტო: ვანო გორგიშვილი