ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, დღითიდღე იზრდება კომპანიების მიერ საინტერესო კამპანიებისა და შეთავაზებების სია. ერთგული მომხმარებლებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ისინი სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.
სულ ახლახან კი სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ვიდეო გამოჩნდა, სადაც ჩანს, გვიან ღამით სანტა და მისი ელფები როგორ შედიან სათამაშოების მაღაზიაში და იქ უამრავ სათამაშოს ალაგებენ თაროებზე. თანაც, თითოეული სათამაშო კონკრეტული ბავშვისთვის არის განკუთვნილი და ბავშვების სია კი საკმაოდ ვრცელია.
ვიდეორგოლი ეკუთვნის სათამაშოების მაღაზიათა ქსელს „პეპელა“, რომელიც წელს სანტას ოფიციალური პარტნიორია.
„საახალწლო პერიოდი თითოული ბავშვისთვის სურვილების ახდენასთან, საოცრებებთან, ჯადოსნურ გარემოსთან ასოცირდება. ახალ წლამდე ბავშვები ადგენენ სასურველი საჩუქრების ვრცელ სიას, სწერენ წერილებს სანტას, რათა დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ მოთხოვნილ საჩუქარს, თუმცა პასუხს სანტასგან იშვიათად იღებენ. წელს სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელაში“ ჯადოსნური სათამაშოების ნამდვილად ყველაზე ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
ჩვენს მაღაზიაში თითოეულ ბავშვს პერსონალური წერილი დახვდება სანტასგან და თითოეული საჩუქარი სწორედ მხოლოდ პერსონალურად მისთვის განკუთვნილი სტიკერებით გაფორმდება. აღნიშნული ვიდეორგოლიც ჩვენი კამპანიის ნაწილია, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებს ლაპლანდიიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა საჩუქრებს ჩვენს თაროებზე გიორგისთვის, ანისთვის, ნიკასთვის, ლილესთვის და სხვა უამრავი ბავშვისთვის.“ - განგვიმარტეს „პეპელას“ მარკეტინგის სამსახურში.
ვიდეოს სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2A1bwnA
პეპელა - სანტას ოფიციალური პარტნიორი!