ქვეყნის ბოლო პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თავისი დახვეწილობითა და სისადავით საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა.
შესაბამისად, არც დღეს დაუშვია გამონაკლისი, როცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მეუღლესთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მივიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
მაკა ჩიჩუას ინაუგურაციაზე თეთრი პალტო, შავი ზედატანი და შარვალი ეცვა. მის ლუქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა შავი ტყავის
ხელთათმანები და შავი სათვალე.
მაკა ჩიჩუამ საყვარელ დიზაინერს არც ამჯერად უღალატა და ჩაცმულობა მეგობარს, დათუნა სულიკაშვილს მიანდო.
გაგრძელება