სიახლე

5 ოცნება, რომელიც საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს საახალწლოდ უნდა აუსრულოთ

5 ოცნება, რომელიც საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს საახალწლოდ უნდა აუსრულოთ
„ჯერ სახლში და მერე ვნახოთ“- ამ ტრადიციულ ფრაზას ახალ წლამდე რამდენიმე დღით ან საათით ადრე ყველა იტყვის. ჩვენს ქვეყანაში მართლაც ასეა, ახალ წელს პირველ რიგში ოჯახის წევრებს ვულოცავთ და ამაღლებულ განწყობას ვუზიარებთ, თუმცა ხშირად, ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს სულაც არ ჩუქნიან. არადა, ისინი ხომ ყველაზე ძვირფასნი არიან. საჩუქრებით არც საკუთარ თავს ვანებივრებთ, მაგრამ ალბათ, წლის მეორე ნახევრიდან დარწმუნებით ვამბობთ, რომ თავიდან მოვიშორებთ გაცრეცილ მოძველებულ ნივთებს.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას ოჯახის წევრებისთვის შთამბეჭდავი საჩუქრის გასაკეთებლად და არ
დაგავიწყდეთ, რომ სიურპრიზი საკუთარ თავსაც უნდა მოუწყოთ:

christmas gif-ის სურათის შედეგი
1. Huawei P20 Lite -თუ მაღაზიებში სეირნობის დროს თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ისე უღიმით ამ მობილურს, თითქოს ნივთი კი არა ცხოვრების სიყვარული იყოს, მაშინ დროა შეიძინოთ. ხომ გახსოვთ, ახალ წელს ოცნებები სრულდება.

2. ტელევიზორი NEOS 32K5000 - თუ ბებია-ბაბუა ახალი წლის ემოციას წინასაახალწო კონცერტის ტელევიზორში ყურებით იღებს, მათ განწყობას ახალი ტელევიზორი კიდევ უფრო აუმაღლებს და ისინი ამას უდაოდ იმსახურებენ
christmas gift  gif-ის სურათის შედეგი

3. ფოტოაპარატი
- გაინტერესებთ, ჩვენს დროში ვინ არ ოცნებობს პროფესიონალზე? მხოლოდ ის, ვისაც აქვს. ნუთუ თვლით, რომ თქვენი ოჯახური წვეულება კარგი ფოტოების ღირსი არაა? გაახარეთ საკუთარი თავი ან ოჯახის წევრი და აუსრულეთ ოცნება, რომელსაც სანტასაც კი მისწერდა, საამისოდ დიდი რომ არ იყოს.

დაკავშირებული სურათი
4. ნოუთბუქი - დღეს ყველაზე მეტ დროს კომპიუტერთან ვატარებთ და წარმოიდგინეთ, რა არაკომფორტულია, როცა ეს უკანასკნელი ისე დაძველდა, ლამისაა ხელში შემოგვადნეს... ნოუთბუქი უდაოდ კარგი საჩუქარია, დღეს ყველაზე პრაქტიკული და საჭირო.

5. საოჯახო ტექნიკა - ახალ წელს ერთი ახალი საოჯახო ნივთი მაინც უნდა შეიძინოთ და ძველ წელს გაატანოთ შენაკეთები ან შესაკეთებელი ტექნიკა. სინამდვილეში, ახალი წელი ხო მხოლოდ განწყობაა და სხვა არაფერი, ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოთ ამ განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93