მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონა ფილიპინელი ლამაზმანი კატრიონა გრეი გახდა. კატრიონამ "მის სამყარო 2018"-ის ტიტული 16 დეკემბერს ტაილანდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ ულამაზესი გოგონები.
"მის სამყარო 2018" კატრიონა გრეი 24 წლისაა
მათ შორის იყო საქართველოს სახელით წარგზავნილი "I ვიცე მის საქართველო" ლარა იანი, რომელმაც სამწუხაროდ, საუკეთესოთა ოცეულში მოხვედრა ვერ მოახერხა.
მსოფლიოს ლამაზმანებმა თავიანთი სილამაზე რამდენიმე კონკურსზე წარმოადგინეს, მათ შორის: საღამოს კაბების, ეროვნული სამოსის და საცურაო კოსტიუმის ტურებზე.
ლარა იანი ქართული სამოსის ტურზე
"I ვიცე მის საქართველო" ეროვნული სამოსის ტურზე, თეთრი, ქართულორნამენტებიანი კაბითა და თავსაბურავით წარსდგა, საღამოს კაბა კი ვერცხლისფერში იყო გადაწყვეტილი. გაგრძელება + ფოტო