სიახლე

გუფის 18 წლის საყვარელი პროექტ “Дома-2”-ში მიიწვიეს

გუფის 18 წლის საყვარელი პროექტ “Дома-2”-ში მიიწვიეს
ბოლო პერიოდში გუფის და ქეთა თოფურიას დაშორებასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი აგორდა, თუმცა ზოგი სიმართლეს შეესაბამება. 18 წლის იანა შევცოვა პროფესიით მოდელია და ეკატერინბურგიდანაა. იანა სწორედ ის გოგონაა, რომელიც თამამ განცხადებებს არ ერიდება. მან თქვა, რომ რეპერ გუფთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მისგან ბავშვს ელოდებოდა, რომელიც ვერ შეინარჩუნა.
გოგონამ აღნიშნა, რომ გუფს და მას კავშირი ქეთასთან რომანის დაწყებამდეც ჰქონდათ.

შევცოვას სურდა, რომ მუსიკოსისთვის ერთადერთი ქალი ყოფილიყო და ქეთას ამ ურთიერთობის შესახებ ყველაფერი თავად მოუყვა. თოფურიამ როგორც
კი ღალატის შესახებ გაიგო, რეპერი მაშინვე მიატოვა. როგორც ჩანს შევცოვა რეპერს ყველაფრის მოყოლით ემუქრებოდა. სოციალურ ქსელში მიმოწერაც გავრცელდა, სადაც გუფის და იანას შანტაჟის გამო, არასასიამოვნო მიმოწერა აქვთ.
საბოლოოდ, გუფი შევცოვაზე ძალიან განაწყენდა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ამ ყველაფრის შემდეგ იანამ გადაწყვიტა, ცხოვრებაში სიახლეები შეეტანა და ახლა ერთ-ერთი მამაკაცით არის გატაცებული, რომელიც პროექტ “Дома-2”-ში მონაწილეობს. გოგონა ახლა სწორედ ამ პროექტში მიიწვიეს. იანამ განაცხადა, რომ იმ ადამიანისთვის იბრძოლებს ვინ ახლა მოსწონს, რადგან იცის, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან არ აკავშირებს.



წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93