ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის მეოთხე შვილი ნიკოლა 3 თვისაა, თუმცა ფართო საზოგადოებას ის ჯერ კიდევ არ უნახავს.
ანუკი საკუთარ „ინსატგრამზე“ ბავშვის ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა სახე ყოველთვის დაბურულია. „ინსატგრამის“ მომხმარებლის კითხვაზე, თუ რატომ მალავს ნიკოლას სახეს, ანუკი პასუხობს, რომ ჯერ ბავშვი კამერებთან პოზიორობისთვის პატარაა:
„ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის და არმგონია სწორი“, - წერს ის.
მისივე თქმით, ბავშვის სახეს მალე გამოაჩენს.
პირველი სამი ვაჟი ანუკიმ იტალიაში, მილანში გააჩინა, ნიკოლა კი 4 სექტემბერს პარიზში დაიბადა.