სიახლე

როგორ მოექცა თბილისის მერი მიუსაფარ ბავშვებს (ფოტოები)

როგორ მოექცა თბილისის მერი მიუსაფარ ბავშვებს (ფოტოები)
როგორც იცით, თბილისის მერი კახი კალაძე ქალაქის საახალწლოდ მორთვის პროცესში აქტიურადაა ჩართული. ბოლო დროს მის ჩაცმულობას აქტიურად განიხილავენ, თუმცა ეს სრულიად სხვა შემთხვევაა.
„გილოცავთ ნიკოლოზობას. ახლა მოგიყვებით ისტორიას, რომელსაც დღეს შევესწარი.“ ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი სოციალურ ქსელში ზაქარია ჭელიძემ, რომელიც ფოტოგრაფია. ახლახან ის შეესწრო ფაქტს, რომლის შესახებაც საჯაროდ ისაუბრა. „საღამოს წავედი ჩემი მეგობრის სანახავად. რესპუბლიკის მოედანზე აწყობდნენ ნაძვის ხეს. იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოეული იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი.
ამ დროს მოვიდა თბილისის
მერი კახი კალაძე. კახი ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა.

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს.
ვინც მიცნობთ იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა.
მეგობრობა გადაგვარჩენს, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება.
რაც მთავარია თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ.
ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული?, ბევრს აქვს ფული მაგრამ გული?, ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი? ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით- წერს ფოტოგრაფი და მის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ამ პოსტს უამრავი გაზიარება აქვს. მერის ასეთმა ქმედებამ ადამიანებს გული გაუთბო, რაც კომენტარებიდანაც კარგად ჩანს.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „ფეისბუქმომხმარებლებმა“ აზრი ასე დააფიქსირეს: „ვიღაცები ალბათ პიარში ჩაუთვლიან ამ ყველაფერს, თუმცა სხვა პოლიტიკოსებს რა უშლით ხელს თუნდაც იგივე გააკეთონ "პიარისთვის". ამით ხომ სხვებს მაინც გაახარებენ. კალაძემ იმდენი შეძლო რამდენიც ბევრმა ვერ მოახერხა და იმედია რაიმე კარგს მაინც დაინახავს ხალხი.“, „სიტყვებითაც და ფოტოებითაც ზუსტად გადმოეცი ეს ემოცია და ვფიქრობ არ არის საჭირო ჩავუღრმავდეთ და პოლიტიკურად რაიმე განვიხილოთ ამ მომენტში, მთავარი ხომ ისაა, რომ რამოდენიმე უსახლკარო ბავშვი მშიერი არ დაიძინებს დღეს“.
ფოტოების ავტორი: ზაქარია ჭელიძე










FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
cerber
კარგი მსახიობები არიან ეს ბალღები :)))
17:06 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
nani
გაიხარე, ბატონო კახი!
15:14 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93