მეგან მარკლი ყოფილი მსახიობი გახლავთ, შესაბამისად, თავის დროზე მისთვისაც არ იყო უცხო სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება, თუმცა პრინც ჰარიზე ქორწინების შემდეგ, მას აეკრძალა მსგავსი პროფილების ქონა ონლაინსივრცეში და სამეფო ოჯახმა მისი ინსტაგრამის გვერდიც გააუქმებინა.
მიუხედავად ამისა, აპლიკაციაში რამდენიმე დღის წინ ხარვეზი გაიპარა და მეგანის პროფილი შემთხვევით აღდგა, რამაც გულშემატკივრებს საშუალება მისცა მისი ძველი პოსტებისთვის გადაევლოთ თვალი.
ჰერცოგინიის ყოფილი პროფილი მალევე დეაქტივირდა, თუმცა მისი ძველი ფოტოების დროულად გადმოწერა გულშემატკივრებმა შეძლეს.
იხილეთ ყველა ფოტო