ყველა იცნობს იმ პატარა ბიჭუნას, რომელიც ახალ წელთან და ონავრულ იდეებთან ასოცირდება.
მისი ეკრანზე გამოჩენა დღემდე საახალწლო განწყობას ამაღლებს.
„Home Alone“-ი 1990 წელს გადაიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 28 წელი გავიდა.
ცოტა ხნის წინ გადაიღეს რეკლამა, რომელშიც მაკალეი კალკინი იღებს მონაწილეობას. მომენტები ხელახლა ცოცხლდება ყველასთვის საყვარელი ფილმიდან, თუმცა ახლა უკვე თანამედროვე ეპოქაში. რეკლამის სახელია: "Home Alone Again" და “google translate”-ის დაკვეთითაა გადაღებული.
წინა წლებში მაკალეი კალკინის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ ის ნარკოდამოკიდებულია და მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა როგორც ხედავთ ამჟამად მაკალეი შესანიშნავად გამოიყურება და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვურადაც კი.
ფაქტია, რომ ყველა დროის ყველაზე ცნობილი ბავშვის ტიტული დღემდე მის ხელთაა.
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ახლა ფილმის - "მარტო სახლში" გმირები