„ნანუკას შოუს“ სტუმარი არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა, თუმცა, მომღერალი ქრისტინე იმედაძე ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრად არასდროს ჰყოლია.
ამის მიზეზად თბილისში სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ, თუმცა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „პროფილში“ ჭორებს ნათელი მოფინა.
წლების წინ, თბილისში ქრისტინე იმედაძისა და ტელეწამყვანის ყოფილი ქმრის, ირაკლი კოდუას რომანზე ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ ნანუკა საკუთარ გადაცემაში ქრისტინეს სწორედ ამიტომ ბლოკავდა, მაგრამ როგორც გუშინდელ გადაცემაში ჟორჟოლიანმა განაცხადა, ეს მხოლოდ ჭორი იყო.
„ირაკლიზე და ქრისტინეზე მართლა იყო ჭორები, ირაკლიზე და ნუკიზეც იყო. მაგრამ, ეს მხოლოდ ჭორები იყო. ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა (საუბარია წყალბურთელ ზუკა სახელაშვილზე). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და - თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა. გაგრძელება