სიახლე

ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც ერთ კაცზე სურთ გათხოვება (ფოტო/ვიდეო)

ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც ერთ კაცზე სურთ გათხოვება (ფოტო/ვიდეო)
ქალბატონები, ვის შესახებაც უნდა მოგიყვეთ ანა და ლუსი დეჩინკები არიან. 33 წლის ასაკში მათ პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვეს, რადგან ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და უცნაური ოცნება აქვთ.
„მსოფლიოში ყველაზე იდენტური ადამიანები ვართ“,ამბობენ დები. როგორც აღმოჩნდა, მათ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთეს, რათა ერთმანეთს კიდევ უფრო დამსგავსებოდნენ.
ზოგიერთი ადამიანი მათ ამსგავსებდა „პლასტიკურ თოჯინებს“, „ნიღბიან მასხარებს“ „თევზებს“ და ა.შ..
დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ჩაიტარეს და ახლა თავისი გარეგნობით ამაყობენ.

ამჟამად დები ახალი პრობლემის წინაშე დგანან. მათ სურთ გათხოვება, ოღონდ ორივეს
ერთი და იგივე მამაკაცზე. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ახლა საერთო საქმრო ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ მიმართეს ერთ-ერთ ცნობილ ავსტრალიურ ტელე-შოუს „ჩვენ გვაქვს პრობლემა“. შოუში ისეთი ადამიანები მიდიან, ვისაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება სურს და პუბლიკისგან დახმარებას ელის.

მათთან მრავალცოლიანობა აკრძალულია, სწორედ ამიტომ, ტყუპები ეცდებიან, რომ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ და ქორწინების უფლება მოიპოვონ.
ტყუპების რჩეული მექანიკოსი ბენ ბირნია, რომელსაც 8 წელია იცნობენ. ბენი ამბობს, რომ დებს შესანიშნავად უგებს და „რისკზე“ წასვლაზე თანახმაა.

„ბენი ორივეს ერთნაირად გვეპყრობა. როცა ანას კოცნის, მეც მაშინვე მკოცნის და სასეირნოდ სამივე ხელჩაკიდებული მივდივართ. გადავწყვიტეთ, რომ ქორწილამდე სექსს არ ვაპირებთ. მე ანაზე და ბენზე არასდროს ვიეჭვიანებ“ განაცხადა ლუსიმ.
ანა და ლუსი პროექტში თამამად საუბრობდნენ იმაზეც, რომ სურთ ერთდროულად იყვნენ ორსულად.

წყარო: cosmo.ru




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
maia
აი კაციი :დდდ
11:05 / 26-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
ბენი ცუდ დღეშია, ორი ქალის ერთდროულად დაორსულებას სახუმარო საქმე არაა, მაგ ქალები სიკეთეს ვერ მოუტანენ
10:04 / 26-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93