ახლახან სოციალურ ქსელში ულამაზესი წყვილის ფოტო გავრცელდა, რომელსაც საოცარი პოსტი ახლდა.
ოთო აბესაძე კავკასიის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ოთომ გადაწყვიტა, რომ ცოლისთვის განსაკუთრებული პოსტი მიეძღვნა, რამაც ადამიანებში თბილი გრძნობები გააღვივა და სტატუსი ათასობით მათგანმა მოიწონა. გთავაზობთ უცვლელად: „ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა. ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა (მე გარედან და დეიკო შიგნიდან ).
გოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაიერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო. გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში ჩამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა.
გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ.
მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს ! შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი“.
„რა საოცარი გოგო ყოფილა, დიდ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ“, „ძალიან სასიამოვნოა,როცა სიყვარულის ასეთი ფორმა ჯერ კიდევ არსებობს დედამიწაზე“, „ამ პატარა გოგომ სასწაული სიყვარული იცის და ამის მოწმე ვარ მე, მან გააკეთა ის რაც ალბათ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მისი თანგანწირვა, ეს იყო მაგალითი თითოეული ჩვენთაგანისთვის. როგორც მას ვუწოდებ „დეკაბრისტის მეუღლე“. მიყვარხართ მე თქვენ და მეამაყება თქვენი სიყვარული. დაე ასე ბედნიერები ყოფილიყავით მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე, ჩემო ძვირფასებო". წერენ ადამიანები.
პროფესორმა ერთ-ერთ მათგანს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „მე ვერ გავაკეთებდი ამდენს რაც ამ ერთმა პატარა გოგომ გააკეთა. ჯადოქარია“.
ფაქტია, რომ ოთო აბესაძე და მისი მეუღლე მაგალითს გვაძლევენ, როგორი უნდა იყოს წყვილი ერთმანეთის მიმართ, მაშინაც, როცა ურთიერთობაში ყველაზე მძიმე და გადამწყვეტი ეტაპი დგება.