ახლახან ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულახდილად ისაუბრა თავის ბავშვობაზე, კომპლექსებზე და იმ მოლოდინზე, რომელიც მისთვის ახალ წელთანაა კავშირში.
ნუკის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი კომენტარებში ყოველთვის ძალიან აქტიურობენ და ამხნევებენ. ბევრმა მათგანმა უკვე გამოსცადა დედობა, წონის პრობლემებსაც ერთად ებრძვიან და ეს ნუკისთან უფრო აახლოვებთ.
„ახალი წლიდან ახალი ცხოვრების გჯერათ? როდესაც 15 წლის ვიყავი ახალ წელს ჩავიფიქრე რომ ახალი ცხოვრება დამეწყო და ეს იყო ის ერთადერთი წელი როდესაც ეს ამისრულდა. ვიცი მოგაბეზრეთ თავი წონაზე საუბრით, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც ბავშვობიდან მტკივა და მაწუხებს. სულ ვიყავი პუტკუნა და მოკლედ იმ ახალ წელს დავისახე მიზნად, რომ გავმხდარიყავი და ვყოფილიყავი ლამაზი და რაც მთავარია, თავდაჯერებული.
ბავშვის გაჩენის მერე მქონდა დიდი მოტივაცია რომ დროზე მომეშორებინა ზედმეტი წონა და მალევე დავფერთხე ბევრი.
ვიყავი 68 კილო და ჩამოვედი 63-ზე, თუმცა მას მერე დამემართა "სირაქლემას სინდრომი", მომინდა ჩამეფლო თავი და არაფერი მეკეთებინა. არც ერთი ვარჯიში არ გამიკეთებია და მოკლედ მივუშვი ჩემი თავი. ხოდა ახლა ვაპირებ ეს შევცვალო, ოღონდ იმიტომ არა რომ ახალი წელი, იმიტომ რომ დროა ახალი მე აღმოვაჩინო. უამრავი გეგმა მაქვს და მგონია 2019 იქნება სურვილების ასრულების წელი!“. - წერს ნუკი.