შობის დღესასწაულისთვის კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა, რასაც კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის საშობაო საღამოც მოწმობს, რომელშიც წყვილმა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა.
დღესასწაულს ოჯახი, ტრადიციულად, კიმის დედის - კრის ჯენერის სახლში აღნიშნავდა, თუმცა წელს გადაწყვიტეს სადღესასწაულო განწყობა საკუთარი სახლის ინტერიერში შეეტანათ, რომელიც კრისის სახლთან ახლოსვე მდებარეობს.
წყვილმა სახლის ეზო ერთგვარ ჩრდილოეთ პოლუსს დაამსგავსეს და ამ გაფორმებაში ცოლ-ქმარმა 60 მილიონი დოლარი გადაიხადა.
წყვილმა სადღესასწაულო ვახშამიც ექსტრავაგანტულ გარემოში გამართა და გაფორმებისა თუ სუფრისთვის დამატებით 1.3 მილიონი დოლარი გადაიხადა. დაათვალიერეთ ფოტოები