შობის დილას, კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგები, მეუღლეების თანხლებით ესტუმრნენ საშობაო წირვას, გზად მათ უამრავი გულშემატკივარი ელოდა და ოჯახების სასიამოვნო კადრები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად გაზიარდა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მეგანისა და ქეითის მეგობრულმა ქცევებმა, რამაც საზოგადოებას მათ შორის არსებული დაძაბულობის ეჭვი გაუქრო.
თუმცა ვიდეოკამერებით დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მეგან მარკლი ცდილობს უილიამს დაელაპარაკოს, ის კი, მონდომებით ცდილობს სამოსის შესწორებას და აიგნორებს მას.
ვიდეო უამრავმა უცხოურმა ტაბლოიდმა გააზიარა, ზოგიერთმა მათგანმა ისიც გაიხსენა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უილიამი წინააღმდეგი იყო, რომ ძმას ამერიკელ მსახიობზე ექორწინა.
მათი დასკვნით ოჯახის თბილი გამოჩენები დადგმულია და გარკვეული დეტალები, ისეთები როგორიც ეს მომენტია, მოწმობს რომ ოჯახში ეს დაძაბულობა ნამდვილად არსებობს. ნახეთ ვიდეო